თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.

„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790225808

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში

24 სექტემბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა მოსალო...

ამინდი ამინდი

1790196754

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ჩვენი პრიორიტეტია ევროპასთან და შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ

„ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ“, - ამის შესახებ პარლამენტ...

ზვიად შალამბერიძე

1790194725

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტ...

გია ვოლსკი

1790192877

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლ...

გია ვოლსკი

1790191265

ახალი ამბები

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე...

კახა აბულაძე