მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.

„დიდი პატივია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რომ ამ საღამოს გიმასპინძლოთ. მოგეხსენებათ, საქართველომ განაცხადი შეიტანა 2027 წლისთვის ეუთოს თავმჯდომარეობაზე და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

ჩვენ არ გვჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ზეწოლის ქვეშ არის და კომუნიკაცია და თანამშრომლობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს აქვს ამ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გვესმის სუვერენიტეტის მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვანია ეუთოს თითოეული წევრი ქვეყნისთვის.

ჩვენ ასევე გვესმის, რომ დიალოგი, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის პატივისცემა, ვალდებულებების შესრულება არის ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად გზების ძებნა მოითხოვს მიზანდასახულობას, მოთმინებასა და პოლიტიკურ გამბედაობას.

საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790194725

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტ...

გია ვოლსკი

1790192877

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლ...

გია ვოლსკი

1790191265

ახალი ამბები

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე...

კახა აბულაძე

1790190583

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მ...

 მარკო რუბიო

1790187959

ახალი ამბები

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტე...

გაერო გაერო