გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
„ბლოგერები გამოვიდნენ, არც ვიცოდი, ასეთი გამწარებული ანტიქართული განწყობა თუ კიდევ არსებობდა. აქედან გამომდინარე, პროვოცირება იმისა, რომ აქ სერიოზული პროცესები დაიწყოს, საოკუპაციო რეჟიმი აგრესიული გახდეს... თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ ყველაფერზე ვილაპარაკო. ყველა ასეთი შემოგდებული ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რომ დავბრუნდეთ ისეთ რეჟიმში, როცა ისვრიან. უნდათ, რომ შეაჩერონ [განვითარება].
ასე ხომ არ არის პრიმიტიულად, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ საქართველომ. პროცესი მიმდინარეობდა. დოკუმენტები მაქვს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო პოზიციაც არის, რომელიც უცებ შეიცვალა.
უცებ ვიღაცას აწყობს, როგორც თავად ამბობენ, „რუსეთის უკანა ეზოში“ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარაა და დაიწმინდა სურათი 2022 წლის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1790183135
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...
1790182026
ახალი ამბებიმარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...
1790179717
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...
1790178569
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...
1790176509
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფ...































