სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს ბეჰ სუან გინს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ბეჰ სუან გინს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებასა და ერთობლივი მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული დერეფნის პროექტზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას ჩაუყრის საფუძველს.
აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას რეგიონულ ციფრულ და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ოთხი გლობალური აქსელერატორის საქმიანობაზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და ქვეყნის ხელსაყრელი ბიზნესგარემოზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ ეს პირობები რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და განვითარების მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის.
ქართულმა მხარემ სინგაპურელ პარტნიორებს ასევე გააცნეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა და მისი როლი ტექნოლოგიური განათლების, ინოვაციებისა და ციფრული უნარების განვითარებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
1793093580
ახალი ამბებიმაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯ...
1793093528
ახალი ამბებიკახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსე...
1793092176
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის...
1793092135
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს
„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....





























