თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ.

მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793008056

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას

გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც ა...

შალვა პაპუაშვილი

1793001036

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და ს...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1792999829

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ

„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მ...

ირაკლი ჭეიშვილი

1792998870

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ...

გურამ მაჭარაშვილი

1792995535

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...

მაკა ბოჭორიშვილი