შიო მესამე: გვახსოვდეს, რომ არასდროს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება, უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს
„გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება“, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
უწმინდესმა წირვა, მღვდელმთავრებთან ერთად ხიჭაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. იქადაგა რწმენის ძალაზე და სახარებისეული ეპიზოდი გაიხსენა. ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონს.
პატრიარქის თქმით, უფალს შეუძლია ჩვენი მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს.
„გვახსოვდეს, რომ არასოდეს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება. უფალს შეუძლია ჩვენი ეს მწუხარება დიდ სიხარულად გადააქციოს. უნდა გვქონდეს უფლის ნდობა და სასოება.
ჩვენს ცხოვრებაში, ყოველი ჩვენგანი სამსახურში თუ ოჯახში, ცხოვრებისეულ გარემოებებში ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებებს, ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის - ნუ სტირი, ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს, ილოცე და ყველაფერი მოგვარდება.
ჩვენ ყოველგვარ ცხოვრებისეულ სირთულეებში, მწუხარებებში არ მივეცეთ გადამეტებულ მწუხარებას, სევდას. არ შეგვიპყროს შიშმა, სულმოკლეობამ. არამედ, ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი, სასოება და გვექნება დიდი ნუგეში. ჩვენს მწუხარებას უფალი სიხარულად გარდააქცევს.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც არაერთხელ ჩამობრძანებულა და ასეთივე საყოველთაო ნათლობა შეუსრულებია. ჩვენ ვხარობთ თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, რომ მისი უწმინდესობის მიერ დაწყებული ეს საქმე ზემო აჭარაში გრძელდება.
ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს სხალთის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი, დედაღვთისმშობლის ლოცვით, მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!“ - აღნიშნა პატრიარქმა.
კათოლიკოს-პატრიარქი მაღალმთიან აჭარაში, ათას ორასზე მეტ ადამიანს მონათლავს. მოგვიანებით კი უწმინდესი გაქრისტიანებულებს დალოცავს. აღსაყდრების შედეგ, ეს შიო მესამის პირველი ვიზიტია სხალთის ეპარქიაში.
1792916700
ახალი ამბებიფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. არსებული ცნობით, დან...
1792916421
ახალი ამბები„სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვა...
1792915016
ახალი ამბებიბრალდებულებმა განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება - პროკურატურამ 2 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...
1792912926
მსოფლიოილონ მასკი: უკრაინელებმა Starlink-ის მომსახურების პირობები დაარღვიეს და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს - ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა
უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების დასახოცად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა, - ამის შესახებ კომპანია S...
1792911561
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ ერთხელ დაბომბავს. ამასთან, ტრამპი არც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს...































