თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გრძელდება
თბილისის მერია განაგრძობს პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ერთვებიან.
„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. საშუალებას ვაძლევთ 60 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს, გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზები და ფიტნესდარბაზები ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროგრამაში 2 500-მდე მოქალაქეა ჩართული. ამასთან, პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, პროგრამა პერიოდულად ფართოვდება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან. ამჯერად, აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს „ასპრია ჯგუფი“ ორი სპორტული ობიექტით და შპს „ფაუერ მაქსი“ - ერთი ობიექტით. ისინი, თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი ობიექტების გარდა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ სპორტულ ცენტრებში: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი - ორი ობიექტი; დიდი დიღმის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი; მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ასათიანის ქუჩის ფილიალი და „არენა“.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, შესაძლებელია პროგრამის მომხმარებელთა ზრდა, დაახლოებით, 1 000 ბენეფიციარით.
1777555737
ახალი ამბებიმახაშვილი ოპოზიციაზე: ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რომელიც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს
„ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რომელიც თავის დროზე ჰქონდათ, გაანიავეს საკუთარი პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, არა საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777552876
ახალი ამბებივოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...
1777551400
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...


























