თბილისსა და რეგიონებში პოლიციამ იარაღი ამოიღო, დაკავებულია რვა პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია რვა პირი.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის რვა პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 14 ვაზნა ამოიღო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 1984 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ხუთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.მ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ცხრა ვაზნა ამოიღო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანალოგიური დანაშაულისთვის, 1985 წელს დაბადებული ა.ჯ. დააკავეს. პოლიციამ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, რევოლვერი და 25 საბრძოლო ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული რ.კ. და 1969 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ერთი ცალი „სმიტ ვენსონის“ მოდელის რევორველი და 23 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო კ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შვიდი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგურამოში, 1988 წელს დაბადებული კ.ლ. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: პისტოლეტი მჭიდით, ორი ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანის 10 ვაზნა.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები:

📍სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ქართველი გოგონების თურქეთის ჰარამხანებში გამოკეტვასთან დაკავშირებით” - ისტორია სოციალური ქსელიდან

📍ძალიან ადრე იყო ჯერ სიკვდილისთვის, ძალიან ადრე...“ - ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თამაზ მეჭიაურს ემშვიდობება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787848506

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა

ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1787848392

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს

აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხა...

ირაკლი კობახიძე

1787847272

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე

1787846751

საზოგადოება

პრემიერი: იყო მცდელობა, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა, საბედნიეროდ, მათ...

ირაკლი კობახიძე

1787844558

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. „ახლა არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ეს ასე გაგრძელდება მანამ,...

კაროლინ ლევიტი