თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომები გააცნეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გახსნა.
ირაკლი ფურცელაძემ ხაზი გაუსვა განსახილველი საკითხების სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონულ დონეზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე მიდგომებით დამუშავებული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების წარმატებისა და დაავადებების ეფექტურად მართვის გარანტიაა.
ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ადგილზე აღინიშნა, სამი ქვეყნის გუნდების ერთობლივი მონაწილეობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ სესია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ წარმატებული მიდგომები და საერთო გამოწვევებზე მუშაობის გამოცდილება.
ეს კი ხელს შეუწყობს კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას ისეთი ტრანსსასაზღვრო გამოწვევების საპასუხოდ, რაც ქვეყნების სისტემებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
ღონისძიება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ICAP-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
1789759003
საზოგადოებაწყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამ...
1789757281
სპორტივილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატად რატომ დაასახელა მაიკლ ოლისე და არა „ჯვაროსნების“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია. „ტრა...
1789754646
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან. საქართველოს საგარ...
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...
1789751386
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლები...



























