„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
„გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს!
თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.
თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ რეალობაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი ყოველდღიური, ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავი საქმიანობა, რომელიც ემსახურება საფრთხეების დროულ გამოვლენას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას. თქვენი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულების პროცესში.
მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის.
გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს თამაზ ბორაშვილი.
1789761079
მსოფლიოტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ეს გადაწყვეტი...
1789759003
საზოგადოებაწყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამ...
1789757281
სპორტივილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატად რატომ დაასახელა მაიკლ ოლისე და არა „ჯვაროსნების“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია. „ტრა...
1789754646
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს შეხვდა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან. საქართველოს საგარ...
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...




























