მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა

 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.

„უახლოეს კვირებში გაიმართება G7-ის შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებს მიეძღვნება. მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება და G7-ის ქვეყნებსა და ჩვენს ძირითად პარტნიორებს შორის ზედმეტი დაძაბულობის თავიდან აცილება“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის ლიდერმა ეს განცხადება ელისეს სასახლეში გამართული კრიზისული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე ფრანგული დაზვერვის ხელმძღვანელებმა პოლიტიკოსებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებს უკრაინაში რუსეთის ომითა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სწორედ ეს ორი ფაქტორი ხდება საფრანგეთში საწვავის ფასების რეკორდული ზრდის მიზეზი.

„ვითარება, რომლის წინაშეც ვდგავართ, სერიოზულია. ის სერიოზულია საერთაშორისო მდგომარეობისა და იმ ომების შედეგების გამო“, - აღნიშნა მაკრონმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789743050

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით

„როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შე...

ნათია თურნავა

1789742851

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ

„რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი ს...

ირაკლი ზარქუა

1789742315

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

„ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტა...

ზურაბ ქადაგიძე

1789741796

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ

„რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს და ამაში ახალი და უჩვეულო არაფერი არ არის, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, შემდეგ გააძლიეროს, განამტკიცოს, გააფართოოს და ა.შ. ეს არ არის ცდუნება, ეს არის მოცემულობა...

ალუდა ღუდუშაური

1789741087

ახალი ამბები

შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

„მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე“, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგან...

შალვა პერანიძე