„თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

კომპანიის 30 თანამშრომელი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

„ჩვენი კომპანიის გამორჩეულ თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადეთ და დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. ისინი მართლაც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ დედაქალაქზე და ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. დასაფასებელია ამ ადამიანების ყოველდღიური შრომა და ვცდილობთ მადლიერება გამოვხატოთ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ძირითად საქმიანობაში შედის: მთელი თბილისის მასშტაბით ქუჩების, სკვერების, შიდაკვარტალური გზების, მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიების, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება, მორეცხვა, თოვლისგან გზების გაწმენდა, გარე განათების ქსელის მოწყობა და მოვლა-პატრონობა, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, სანიაღვრე ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, საგზაო მონიშვნების დახაზვა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების პოლიგონების ფუნქციონირება, შესაბამისი სპეცტექნიკის შეძენა-განახლება, ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766647024

ახალი ამბები

კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს! დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში

„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს!“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს....

კახა კალაძე:

1766645806

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...

ნარკოტიკი

1766645320

საზოგადოება

მაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის მოსახლეობა აქცენტს პატრიოტულ ძალე...

ლევან მაჭავარიანი

1766645220

საზოგადოება

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყო...

პოლიციამ

1766642910

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ ქოლ-ცენტრების მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები

„ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ“,...

ლევან მაჭავარიანი