დონალდ ტრამპი: ვულოცავ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვა გაავრცელა.
„ვულოცავ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის, თუმცა მარცხდებიან. ჩვენ აღარ გვაქვს ღია საზღვრები, მამაკაცები ქალთა სპორტში აღარ მონაწილეობენ, არ გვაქვს ტრანსგენდერული იდეოლოგია ყველასთვის და სუსტი სამართალდამცავი ორგანოები.
სამაგიეროდ, გვაქვს რეკორდული საფონდო ბირჟა და საპენსიო დანაზოგები, ათწლეულების მანძილზე დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ინფლაციის არარსებობა, ხოლო გუშინ მშპ 4,3% იყო, რაც ორი პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ტარიფებმა ტრილიონობით დოლარის შემოსავალი და კეთილდღეობა მოგვიტანა, და აგრეთვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ კვლავ პატივს გვცემენ, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!!!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
1766645320
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის მოსახლეობა აქცენტს პატრიოტულ ძალე...
1766645220
საზოგადოებაშიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყო...
1766642910
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ ქოლ-ცენტრების მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები
„ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ“,...
1766642267
საზოგადოებასაჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოა...
1766642003
ახალი ამბებიილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა
დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25...


























