2025 წლის 11 თვეში სების წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 308.2 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მლრდ დოლარს აჭარბებს, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
„ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი
ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 167.4 მილიონი აშშ დოლარი
ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 308.2 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1766647024
ახალი ამბებიკახა კალაძე: ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს! დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში
„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს!“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს....
1766645806
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...
1766645320
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის მოსახლეობა აქცენტს პატრიოტულ ძალე...
1766645220
საზოგადოებაშიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყო...
1766642910
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ ქოლ-ცენტრების მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები
„ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ“,...



























