სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება, ახალ წელთან დაკავშირებით ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
• ხორცი შემწვარი ან მოხარშული - 3კგ;
• გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი;
• ქათამი შემწვარი ან მოხარშული - 3 კგ;
• ყველი - 3 კგ;
• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
• გოზინაყი - 500 გრამი;
• კიტრი და პომიდორი 2-2 კგ;
• ჩურჩხელა - 5 ცალი“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
1766649330
საზოგადოებაგივი მიქანაძე: შეუფასებელია ილია მეორის ღვაწლი ქართველი ერის ერთობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნე...
1766648178
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვულოცავ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვა გაავრცელა. „ვულოცავ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ...
1766647024
ახალი ამბებიკახა კალაძე: ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს! დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში
„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს!“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს....
1766645806
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...
1766645320
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის მოსახლეობა აქცენტს პატრიოტულ ძალე...



























