თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: ძალიან მდაბიო საქციელია, როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა პოლიტიკური ქულების დასაწერად

ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში არის პერფორმანსებზე აგებული. ნასწავლი აქვთ, რომ მთავარია შექმნა განწყობა, რაღაც აღქმები და სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი მოსახლეობა აღარ ტყუვდება ასეთი რაღაცებით, საკმაოდ გამოცდილია და ეს ყველა ჩავლილმა არჩევნებმა აჩვენა, რა გამოძახილი და რა გავლენა აქვთ მათ პერფორმანსებს ჩვენ ამომრჩეველზე- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიაზე.

მან ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მოსახლეობისთვის მოინდომა ყალბი განწყობის შექმნა და ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა შეწყალება და შემდეგ გადაიფიქრა. მისი თქმით, ამის „არანაირი ნიშანი არ არსებობდა“.

„წარმოიდგინეთ, ის ვინც უნდა შეიწყალოს, იმას თვლიან არალეგიტიმურად. ამბობენ, რომ მაგისი არაფერი გვინდა, თან განცხადებებს აკეთებენ, რომ ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვაქვს და არც არაფერს ვითხოვთ ამ ადამიანისგან. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც კი სთავაზობდა და ეუბნებოდა, მოდით ჩვენ წამოვალთ საპროცესო შეთანხმებაზე, ოღონდ დავინახოთ, რომ თქვენ გაიაზრეთ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე თქვენი ბრალი და ჩვენც გადმოვდგამთ ნაბიჯს. ანუ განაჩენი იქნება გაცილებით უფრო ლმობიერი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ შენ ამას არ აკეთებ. არცერთი ნაბიჯი არ გადმოდგეს. გარედანაც, შიგნიდანაც, ვინც არიან მათი მმართველები, ისინიც დაახლოებით ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომ ის არალეგიტიმურია, საერთოდ არ გვაინტერესებს და ასე შემდეგ.

მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ 159 ადამიანის სიაში მათი შვილები ვერ იქნებოდნენ იმიტომ, რომ თვითონაც აკეთებდნენ ამ განცხადებებს ტელევიზიის თვალწინ, რომ ჩვენ მისი არაფერი გვინდა და აღარც შეწყალებას ვითხოვთ. შეიძლება რაღაც ნაწილს გულწრფელი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს მოხდებოდა არ არსებობდა. ამ ნაწილს, ვინც გულწრფელად ფიქრობდა, რომ შეიძლება მათი შვილი შეეწყალებინათ, შეცდომაში შეყვანილ მშობლებზეც იმოქმედეს და შეუქმნეს ყალბი განწყობა და რაც მთავარია, ეს ყალბი განწყობის შექმნა მოინდომეს მთელი მოსახლეობისთვის, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა ეს, ხელისუფლებამ დაუანონსა და უთხრა ამ ხალხს, რომ თქვენს შვილებს შევიწყალებ, მერე ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ეს არ გააკეთა, რაც სრულიად წარმოუდგენელია. არანაირი ნიშანი ამისი არ არსებობდა“-აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილი ფიქრობს, რომ პატიმრების მშობლები მალე მიხვდებიან, თუ ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე.

„მიუხედავად ამისა, მაინც ეს პერფორმანსი გააკეთეს. ეს არის ძალიან მდაბიო საქციელი. როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა შენი პოლიტიკური ქულების დასაწერად, არის ძალიან მდაბიო საქციელი, თუმცა ასეთ მდაბიო და ზნედაცემულ ნაბიჯებს პირველად არ დგამენ. მე ვფიქრობ, ეს მშობლები ცოტა ხანში ძალიან კარგად მიხვდებიან ვინ ჩააყენა მათი შვილები ამ მდგომარეობაში და რატომ არიან დღესაც ისინი ამ მდგომარეობაში და რატომ ვერ გადადგამს სახელმწიფო მათთან შემხვედრ ნაბიჯებს იმის გამო, რომ მათ თავში უტენიან, რომ ასეთი რადიკალები უნდა იყვნენ ციხეშიც, რომ იქიდანაც უნდა დააანონსონ, რომ ერთი სურვილი გვაქვს გარეთ გამოვიდეთ და ეს ძალადობრივი ქმედებები გავაგრძელოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეს დრო, მაგრამ რაც უფრო ადრე მიხვდებიან, უფრო კარგია, ვისზე უნდა გაბრაზდნენ ამას მიხვდებიან. მგონი ესეც 24 საათიანი პერფორმანსი იყო და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ პერფორმანსებით და ტყუილებით უპირებენ მათ მოტყუებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარწმუნებ, რომ ვინც ამას გეგმავს ჯერ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და ნუ გგონიათ, რომ ისეთი მიამიტი ერია, რომ ასე მარტივად იჯერებს და ვერ ხვდება ამ ყველაფერს. ძალიან კარგად ხვდება და თუ ასე გააგრძელებენ, შემდეგ არჩევნებზეც ვინც იქნება პოლიტიკაში დარჩენილი კიდევ უფრო უარეს პასუხს მიიღებენ მიიღებენ ამ ხალხისგან“-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768941281

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი

გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არა...

თენგიზ შარმანაშვილი

1768940017

მსოფლიო

ზელენსკი: მხოლოდ კიევში, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა - 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი

„კიევში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დედაქალაქზე რუსეთის ბოლო დარტყმების შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „მხოლოდ კიევში, დღევანდელი საღამოს მ...

კიევშიკიევში

1768938203

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. „ბრალდებულის პა...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1768936109

საზოგადოება

ჩინეთის ელჩი: ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა

ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატი...

ჩინეთის ელჩი

1768935060

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით

ამჟამად ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა მყარი საფუძვლითა და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქა...

ჭოუ ციენი