სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

„ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768929195

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა...

გუდაური-კობი

1768927771

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი

24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი, - უახლოესი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტ...

ამინდი პროგნოზი

1768925469

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება და ევროპას მოუწოდა, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ რეალობას

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება. მან მოუწოდა ევროპას, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ...

მაკრონი მაკრონი

1768922564

მსოფლიო

კაია კალასი: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია - არც უკრაინაში და არც გრენლანდიაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა მკაცრად დააფიქსირა ბლოკის პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ევროპარლამენტში სიტყვით...

კაია კალასი

1768920605

ახალი ამბები

გიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზე...

გიორგი სვანიძე: