თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი
გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას.
შარმანაშვილის თქმით, სადაც საჭირო იქნება ეკონომიკური თუ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენების საჭიროება, გამოიყენებენ და იგი დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„ფაქტი ერთია, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფასები არის არაადეკვატური. დაასახელა ციფრები საზღვრიდან სავაჭრო ქსელამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. აქ არ არის ლაპარაკი შემოტანამდე რა დაუჯდა ხომ? საზღვარზე რა ფასიც დაუჯდა, იქიდან სავაჭრო ობიექტამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. ამას შეიძლება რამდენიმე მიმართულება ჰქონდეს და თუ დაუკვირდით, კომისია ცალმხრივი არ არის, სამთავრობო. იქ შედის როგორც ეკონომიკური ბლოკი, ისინი შეისწავლიან ხომ არ არის რაიმე ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამის გასაკეთებლად და იქ არის სამართალდამცავი ადამიანების და მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულების ბლოკიც. ანუ, სადაც იქნება სისუსტე ყველა უნდა გამოვლინდეს.
თუ ეს ჩვენი კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვს, ამას რა თქმა უნდა, პარლამენტი აიღებს თავის თავზე მთავრობის ინიციატივით იმიტომ, რომ ისინი შეისწავლიან ამას და მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ჩვენთანაც შეიქმნება კომისია, რომელიც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ისინიც ძირეულად შეისწავლიან. იქ, სადაც ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოსაყენებელი, გამოვიყენებთ ეკონომიკურ ბერკეტებს. იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა იქნება საჭირო და შემჩნეული იქნება, რომ არის კარტელური გარიგებები, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ისინი ჩაერევიან.
გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია, და მით უმეტეს, დანაშაულებრივი ქმედებები და კანონსაწინააღმდეგო კარტელური გარიგებები. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. თვეებს ვერ ვიტყვი, როდის შეემჩნევა ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენი მხრიდან რაც იქნება გასაკეთებელი საკანონმდებლო თუ კომისიის დონეზე ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1768929195
საზოგადოებაგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა...
1768927771
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი
24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი, - უახლოესი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტ...
1768925469
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება და ევროპას მოუწოდა, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ რეალობას
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო შედის ეპოქაში, რომელიც „ყველაზე ძლიერის კანონით“ იმართება. მან მოუწოდა ევროპას, „პასიურად არ შეეგუოს“ ამ...
1768922564
მსოფლიოკაია კალასი: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია - არც უკრაინაში და არც გრენლანდიაში
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა მკაცრად დააფიქსირა ბლოკის პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ევროპარლამენტში სიტყვით...
1768920605
ახალი ამბებიგიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზე...



























