ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შეხებაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768974024

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: ძალიან მდაბიო საქციელია, როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა პოლიტიკური ქულების დასაწერად

ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში არის პერფორმანსებზე აგებული. ნასწავლი აქვთ, რომ მთავარია შექმნა განწყობა, რაღაც აღქმები და სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდებია...

თენგიზ შარმანაშვილი

1768971928

მსოფლიო

„გაეროს შემცვლელი“ - ტრამპმა მშვიდობის საბჭოს შესახებ განცხადება გააკეთა - CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ ახლად შექმნილ მშვიდობის საბჭოს შეუძლია ჩაანაცვლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკელი ლიდერი არაერთხელ აკრიტიკებ...

ტრამპიტრამპი

1768971034

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 იანვარს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +6, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი...

ყინვა

1768941281

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი

გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არა...

თენგიზ შარმანაშვილი

1768940017

მსოფლიო

ზელენსკი: მხოლოდ კიევში, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა - 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი

„კიევში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დედაქალაქზე რუსეთის ბოლო დარტყმების შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „მხოლოდ კიევში, დღევანდელი საღამოს მ...

კიევშიკიევში