თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ, ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
შარმანაშვილის განცხადებით, ჩიკვაიძეს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს, თუმცა სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს, თუ შეწყალების თხოვნას არ დაწერს, ხელისუფლება ჩამოიშლება.
„ვერ ეღირსებით, რას ნიშნავს? რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა. არ მივა. დანარჩენი, როგორც გენებოთ“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
ჩიკვაიძე და პაპიაშვილი სასჯელს იხდიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.
1788070219
ახალი ამბებისაგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღ...
1788035699
მსოფლიოლონდონში მასშტაბურმა ხანძარმა მეტროსა და რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა
ლონდონში, „უემბლის“ სტადიონთან ახლოს მდებარე ნარჩენების გადასამუშავებელ საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მეტროსა და სარკინიგზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა. როგორც მედია წერს, ხანძრის ჩას...
1788032458
მსოფლიონეპალის ფინანსთა მინისტრი: ქვეყანას წყალდიდობის შემდეგ აღდგენისთვის 4-5 მილიარდი დოლარი დასჭირდება
ნეპალის ფინანსთა მინისტრის სვარნიმ ვაგლეს განცხადებით, ქვეყანას დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ აღსადგენად დაახლოებით 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. „ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა. ზარალისა და...
1788029839
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელ...
1788026237
მსოფლიოBBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მ...






























