სამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს თბილისში ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794427747

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს, რომ მთელი საქართველო​ უნდა დასანქცირდეს, უვიზო რეჟიმზე მაქვს აქცენტი, ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

საბოტაჟი და ღალატი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ - „ღამის კურიერში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სა...

ზვიად შალამბერიძე

1794427180

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს

„საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქ...

ირაკლი კობახიძე

1794425252

ახალი ამბები

პრემიერი: შეგიძლიათ, გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე, თბილისში საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო

„დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვა...

ირაკლი კობახიძე

1794423352

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...

ირაკლი კობახიძე

1794421713

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც

„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...

ირაკლი კობახიძე