არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით უნდა მიღებულიყო, თუმცა შედეგად, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე, რამდენად იყო უზრუნველყოფილი კოორდინაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება. აქ მთავარია ფაქტები: გიორგი გახარიამ შეათანხმა თუ არა მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტულად საგუშაგოს განთავსება. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა აღარ აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიის თითოეული წარმომადგენლის დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავად გიორგი გახარია, რომელიც ბრალდებულია და უცხოეთში, სხვა ქვეყანაში ემალება მართლმსაჯულებას, ამითაც ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მისი ქმედების შედეგად კი ფაქტია, რომ ჩორჩანასთან, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე, საქართველოს ხელისუფლებას დროებით ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს. მანამდე საქართველოს ხელისუფლებას ამ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ, ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა, დღეს კი აღარ აქვს. ამ ფაქტის მიუხედავად, პარტიის წარმომადგენლები დღემდე აცხადებენ, რომ მომხდარით ამაყობენ. ისინი საერთოდ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობას, ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღარ აქვთ შესაძლებლობა, ტერიტორია იმ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენონ, რისთვისაც საგუშაგოს აგებამდე იყენებდნენ. ამასთანავე, ამტკიცებენ, თითქოს სახელმწიფოს კვლავ აქვს ეფექტური კონტროლის შესაძლებლობა. არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეესაბამება.

პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩორჩანას მოვლენებით ამაყობენ და თითქოს ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი და დაცულია. თუმცა ფაქტი მხოლოდ ერთია: ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე ეფექტური კონტროლი დაკარგულია. როდესაც ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრია და ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე იღებს, ეს ცალკე საკითხია. სახელმწიფო უსაფრთხოება შესაბამის კოორდინაციას მოითხოვს. ასეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურებთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით უნდა მიიღებოდეს. მოგეხსენებათ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. გამყოფ ხაზთან განხორციელებული თითოეული აქტივობა უმაღლესი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

გარდა ამისა, მსგავსი საკითხები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციასაც საჭიროებს. როდესაც ეს ყველაფერი არ ხდება და ადამიანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგუშაგოს აღმართვის შესახებ, ამას, სამწუხაროდ, შედეგად ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე ეფექტური კონტროლის დროებით დაკარგვა მოჰყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი გახარია მომხდარზე საუბრობს, როგორც მისთვის საამაყო მოვლენაზე“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794399936

ახალი ამბები

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1794398351

საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...

ლაშა ხუციშვილი

1794396385

საზოგადოება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...

ნოდარ ჩაჩუა

1794396032

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხილი ქმედებები კომპლექსურ შეფას...

გიორგი კახიანი

1794395137

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

„ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილ