თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს

მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, საქართველოს ელჩმა გერმანიაში რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე განაახლა ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რაც იძლევა გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს.

„ჩვენ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან, გერმანიასთან ურთიერთობას. მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ელჩის ინიციატივა და ექნებოდა უფრო ღრმა ფესვები, მაგრამ კონკრეტულად ელჩი ფიშერი ყოველ ჯერზე არღვევდა დიპლომატიურ მანდატს და ერეოდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ეს არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.

ბატონი ფიშერი ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, რუსთაველის გამზირზე აქციებს. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან უხერხული მდგომარეობა საქართველოსა და გერმანიას შორის. ახლა გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი.

ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩმა გერმანიაში რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ [ვებგვერდზე] განაახლა ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იძლევა გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს და ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784898232

ახალი ამბები

პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...

პროკურატურა

1784897679

საზოგადოება

თბილისში ერთ-ერთი მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირები...

მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

1784895499

ახალი ამბები

„ბრალდებული ცდილობდა, თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება“ - ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინ...

სუსისუსი

1784895217

ახალი ამბები

კახეთში შვილმა მამა ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა, ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგ...

საპატრულო პოლიცია

1784893480

საზოგადოება

საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალ...

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი