ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვით საქართველოს საბანკო სექტორი იმ ინფრასტრუქტურაზე გადავა, რომელიც განვითარებულ ფინანსურ სამყაროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ჯუღელის შეფასებით, Nasdaq Calypso მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სახაზინო (Treasury) პლატფორმაა, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ.
როგორც ლაშა ჯუღელი განმარტავს, ზოგიერთ ბანკში არსებული შიდა ინფრასტრუქტურა და გარკვეული არაავტომატიზებული სისტემები თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული განახლება აუცილებლობაა და არა ფუფუნება.
„Nasdaq Calypso არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ბანკები საკუთარ სახაზინო ოპერაციებსა და რისკებს მართავენ. ესენია: ლიკვიდობის, საპროცენტო, სავალუტო რისკები, ასევე მარეგულირებელი ანგარიშგების მართვა. რაც შეეხება - რას ნიშნავს ხუთი ბანკის ამ პლატფორმაზე გადასვლა?! საქართველოში ხუთი წამყვანი ბანკი ამ სისტემას ერთობლივად განავითარებს და ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურაზე დანერგავს. შედეგად, საბანკო სექტორი იმ ინფრასტრუქტურაზე გადავა, რომელიც განვითარებულ ფინანსურ სამყაროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. ეროვნულ ბანკს არაერთი რეფორმა უკვე დაწყებული აქვს. მათ შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები და საგადახდო სისტემების რეფორმა. აღნიშნულ სტრატეგიაში JIM-ის პროგრამა ბუნებრივად ჯდება. საერთაშორისოდ აღიარებული და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვა წარმოადგენს იმ აუცილებელ საფუძველს, რომელზედაც ბაზრის შემდგომი განვითარება უნდა დაფუძნდეს. ამ საფუძვლის გარეშე ბაზრის განვითარება წარმოუდგენელია. ბოლო წლებში საქართველოს საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზუსტად აღნიშნულმა ზრდამ გამოიწვია აუცილებლობა, რასაც მიმდინარე პროექტი გულისხმობს“, - აცხადებს ლაშა ჯუღელი.
ცნობისთვის, ქართული კომერციული ბანკები - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ - სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემის მეშვეობით მოახდენენ.
1784897679
საზოგადოებათბილისში ერთ-ერთი მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და დაიღუპა
თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირები...
1784895499
ახალი ამბები„ბრალდებული ცდილობდა, თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება“ - ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინ...
1784895217
ახალი ამბებიკახეთში შვილმა მამა ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა, ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგ...
1784893480
საზოგადოებასაქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალ...
1784892664
საზოგადოებაონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: არ გამიზრდია მოძალადე, ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძალადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათ...



























