სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინეს.

„ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ა. გ.-ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი მუღანლო) კუთვნილი სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მეწარმე ცხოველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.

ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას.

გამოვლენილი დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787648721

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტ...

33 კილოგრამამდე ნარკოტიკი

1787647888

ახალი ამბები

წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელ...

წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები

1787646875

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა

ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლ...

დავით მათიკაშვილი

1787645525

ახალი ამბები

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

„თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა და...

„ფონდი ქართუ

1787644990

ახალი ამბები

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. ცესკოს ხელ...

ყაზახეთის რესპუბლიკა