შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა, რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ ნახა პრობლემა
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.
კუჭაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სესხების განულების პროგრამით ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.
სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეში პრობლემა როგორც ყოველთვის „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა და ეს ყველაფერი მისივე თქმით, „უბრალოდ უმადურობაა“.
„აბასთუმანი, შეკვეთილი, საჩხერე, თბილისის ურბანული ტყე - ისე როგორ ხდება, რომ ამ სიკეთეებით მხოლოდ საიდანღაც ჩასული ნაცვიზები და ჩერგონავტები არიან უკმაყოფილონი? აბა, იქ მყოფ ხალხს ჰკითხეთ, რა და რამდენი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მათი ყოფის გასაუმჯობესებლად. ხეებს რომ დასდევდით - იმ ხეების გაყიდვით ადგილობრივებმა სახლები შეიძინეს და გაარემონტეს, სახლებამდე მისასვლელი გზები დაეგო და მოწესრიგდა, პარალელურად მოეწყო უმაგრესი და უკონკურენტო დენდროპარკი, სრულიად უფასო მნახველებისთვის.
„სასტუმრო „პარაგრაფი“ თავისთვის აიშენაო“ - იცით მაინც, რამდენი გურული, ქობულეთელი და ადგილობრივია დასაქმებული იმ სასტუმროში? და იმ სასტუმროს აშენებით კიდევ რამდენი ბიზნესი დაინტერესდა იქ ინვესტირებით, რამდენი დასაქმდება ამ მშენებლობებზე და რამდენი ადგილობრივის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ? მიწასაც ფასი დაედო.
ახლა სესხების განულების უპრეცედენტო აქტს მიადგნენ, რომელიც ამ კაცმა თავის თავზე აიღო. პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა.
ამ კაცმა ეს ყველაფერი გააკეთა ეკონომიკის ამოსუნთქვისთვის და რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ ნაცებმა და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა. ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა - უმადურობა, რომელიც ქართველ კაცს არასდროს ახასიათებდა, თუმცა ამ ადამიანებთან რთულია ისაუბრო ქართველობაზე, მადლიერებაზე, სამშობლოსა და სხვა ღირებულებებზე - მათ ეს უბრალოდ არ ესმით, უცხოა მათთვის ყველაფერი ქართული.
ვერ წარმოუდგენიათ, როგორ კეთდება ქართული საქმე, და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველაფერში ნაკლოვანებას“, - წერს შაკო კუჭაშვილი.
1787646875
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა
ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლ...
1787645525
ახალი ამბებიფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა და...
1787644990
ახალი ამბებიყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. ცესკოს ხელ...
1787644699
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
„ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, ახალგაზრდუ...
1787643802
ახალი ამბებიarmenpress: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს, ასევე, დაკავებულია მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული...































