რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კი კონსულტაციები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირიდან ვიდეოჩართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მისი სურვილია, რეაბილიტაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინაიდან ზოგიერთი თემა, მათ შორის, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკითხები, ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ხეს ფესვები დაზიანებული აქვს და არსებობს საფრთხე, რომ ქარის დროს წაიქცეს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მისი მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ხის მოჭრა შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გადაწყდა.

„მიწის მასის მოჭრის შემდეგ გამოჩნდა ფუღურო. დავიწყეთ სიტუაციის შესწავლა. მომზადდა დასკვნა. ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით შეისწავლეს და გამოჩნდა, რომ ხე შიგნიდან არის დაზიანებული და არსებობს საშიშროება, შემდეგი დიდი ქარის დროს წაიქცეს. ამიტომ გვიწევს ამ ხის მოჭრა. გვაქვს შესაბამისი დასკვნები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დღევანდელ ვიდეოჩართვაში თბილისის მერმა ხესთან დაკავშირებულ მეორე შემთხვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კაფე „სტამბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭადარი ხელს უშლის მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან იმის თაობაზე, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების შესრულება ისე, რომ ხის მოჭრის აუცილებლობა არ დადგეს.

„ხის ფესვები გადის მიწისქვეშა გადასასვლელზე. ახლა ტარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და ვდგავართ იმ რისკის ქვეშ, რომ ან ხე დაზიანდეს, ან ჩაიჭრას ფესვი ისე, რომ შემდგომ პრობლემები შეიქმნას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ როგორც გარემოს, ისე ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან, რათა თავიდან ავირიდოთ ხის მოჭრა, თუმცა ამის ალბათობა არსებობს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787644990

ახალი ამბები

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. ცესკოს ხელ...

ყაზახეთის რესპუბლიკა

1787644699

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

„ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, ახალგაზრდუ...

მიხეილ ყაველაშვილი

1787643802

ახალი ამბები

armenpress: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს, ასევე, დაკავებულია მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული...

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი

1787642584

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს. „ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარე...

გივი მიქანაძე

1787640515

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია

სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე...

 ირაკლი კობახიძემ