თორნიკე შენგელია – ძალიან კარგია, რომ ოფიციალურ თამაშებს პოზიტიური განწყობით ვხვდებით

ისრაელთან მოგებული (101:90) მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, რომლის პოზიტიურ ტალღაზე დასრულება საჭირო იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება.

გეგმის ნაწილი იყო, რომ ყველა მოთამაშეს მისცემოდა თამაშის შანსი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ და მიხარია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. მთავარია, რომ ოფიციალურ თამაშებს პოზიტიური განწყობით ვხვდებით“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787493596

მსოფლიო

abcnews: ევროპაში დამანგრეველმა ტყის ხანძრებმა ახალი სასიკვდილო საფრთხე გამოავლინა - პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროინდელი მიწაში ჩამარხული ბომბები

ამ ზაფხულს ევროპის მასშტაბით გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა გამოავლინა პოტენციურად სასიკვდილო საფრთხე, რომელიც დამწვარი მიწის ქვეშ იმალება: პირველი და მეორე მსოფლიო ომებიდან შემორჩენილი ჟანგიანი ბომბები...

abcnews

1787492412

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა - ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსე...

ცოტნე ანანიძე

1787491033

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

13-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე შეჯიბრებაზე სანდრო ყურაშვილმა 20-წლამდელთა შორის მსოფლი...

სანდრო ყურაშვილი

1787488790

ახალი ამბები

ავარია მანავში - 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხ...

ლენტი ლენტი

1787486751

ახალი ამბები

მამა თბილისში თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა - ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. Facebook-ის მომხმარებელმა ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. როგორც ის აღნ...

მამა თბილისში თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა - ფაქტზე გამოძიება დაწყებულია