ტრამპი: მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის
მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, მან ქვეყნის სამხედრო ძალები გააძლიერა, დაამატა საბრძოლო ხომალდები და ბირთვული იარაღი კიდევ უფრო გააძლიერა, რის შედეგადაც შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მთლიანად აღვადგინე მისი სამხედრო ძალები, მათ შორის ახალი და მრავალი განახლებული ბირთვული იარაღი. ასევე დავამატე კოსმოსური ძალები და ახლა ვაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენას ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არავის უნახავს.
ჩვენ ვამატებთ საბრძოლო ხომალდებსაც კი, რომლებიც 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის ხომალდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვებში გადაადგილდებოდნენ – აიოვა, მისური, ალაბამა და სხვა.
მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის. „ახალი სტარტის“ (ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ცუდად მოლაპარაკებული შეთანხმება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, უხეშად ირღვევა) გახანგრძლივების ნაცვლად, ჩვენ უნდა დავავალოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს, იმუშაონ ახალ, გაუმჯობესებულ და მოდერნიზებული ხელშეკრულებაზე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი
1770324761
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ისინი უკვე ვაშინგტონმაც ამხილა
„როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ისინი უკვე ვაშინგტონმაც ამხილა, თუმცა მაშინ ვაშინგტონი ამაზე არ საუბრობდა“, - განაცხადა გადაცემაში „ი...
1770324137
მსოფლიოტრამპი: ვიქტორ ორბანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას - ის გავლენიანი ლიდერია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც შთამბეჭდავი შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს“....
1770321751
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება
ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება, დასაფიქრებელია დიდ პოლიტიკურ სცენაზე საქართველო რა ნაბიჯებს გადადგმას, -...
1770319280
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...
1770316851
ახალი ამბები„რუსთავის აზოტსა“ და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის“, - ამის შესახებ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დაა...





























