ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. მან დმანისისა და წალკის საოლქო საარჩევნო კომისიებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, რომლებსაც აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიები 3 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ახორციელებენ.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილა. მსგავსი ტიპის შეხვედრები 3 ოქტომბრის არჩევნებამდე კვლავ გაგრძელდება და ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას შუალედური არჩევნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787206082

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უზბეკეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია. 14 აგვისტოს, ქ. ტაშკენტში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უზბე...

ლევან მაჭავარიანი

1787204915

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ თეირანი საზღვაო მიმოსვლას შეაფერხებს, მკაცრ სანქციებს დავაწესებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს ახალი შეზღუდვებითა და სამხედრო ზომების გაგრძელებით ემუქრება. მისი თქმით, თუ ირანი საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას კვლავ შეეცდება, ვაშინგტონი მის წინააღმდეგ დამატებ...

ტრამპი ტრამპი

1787202102

მსოფლიო

The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან

პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და მათი შვილები უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება წყვილმა შეერთებულ...

The New York Times

1787172584

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს, რაც ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში მათი პირველი შეხვედრა იქნება. კერძოდ, კითხვაზე გეგმავს...

ტრამპი

1787170522

მსოფლიო

Le Figaro: საფრანგეთში ივლისში მეორე სიცხის ტალღის დროს გარდაცვალების 1 243 შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა. ეს მაჩვენებელი ივნისის რეკორდულ სიცხესთან შედარებით ნაკლებია, - ამის შესახებ Le Figaro France-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნ...

სიცხე - სიცხე