დონალდ ტრამპი: თუ თეირანი საზღვაო მიმოსვლას შეაფერხებს, მკაცრ სანქციებს დავაწესებთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს ახალი შეზღუდვებითა და სამხედრო ზომების გაგრძელებით ემუქრება. მისი თქმით, თუ ირანი საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას კვლავ შეეცდება, ვაშინგტონი მის წინააღმდეგ დამატებით მკაცრ სანქციებს დააწესებს.
როგორც ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, აშშ-ს ირანზე ზეწოლის საკმარისი ბერკეტები გააჩნია. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე სრუტეში ნაოსნობა ღიაა, გემები შეუფერხებლად გადაადგილდებიან და დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, რომ სანქციები დავაწესოთ. გვაქვს ძალიან მკაცრი სანქციები და ვნახავთ, რა მოხდება. ამჟამად სრუტე ღიაა. ბევრი გემი გადის. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე ეს მოძრაობა ცოტათი შენელდეს, მაგრამ ამჟამად ბევრი გემი გადის. საზღვაო ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანის მხრიდან არათანამშრომლობის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ოპერაციები არ შეჩერდება. პრეზიდენტის განცხადებით, მოვლენები ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს: პროცესები მშვიდობიანად დასრულდეს და ნავთობზე ფასები შემცირდეს, ან ვაშინგტონმა ირანის მიმართ არსებული ხისტი პოლიტიკა უცვლელად გააგრძელოს.
1787165732
ახალი ამბებიივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
20:42ეკონომიკა „2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია“, - აცხ...
1787161722
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენ...
1787159153
ახალი ამბებილატვიაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს
2026 წლის 19 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს მარგერს კრამსს. ინფორმაციას საქართ...
1787157048
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს - „ბახმაროს თასი 2026-ს“ დაესწრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს - „ბახმა...
1787155396
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვიცე-პრემიერმა ყურა...































