დონალდ ტრამპი: ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომისა და სრული იზოლაციის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თეირანმა ხელიდან გაუშვა შეთანხმების მიღწევის ისტორიული შანსი, რის გამოც ვაშინგტონი ეკონომიკურ ბლოკადას იწყებს.
„არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. სამწუხაროდ, მათ ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბით“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის სამხედრო და ფინანსური რესურსები პრაქტიკულად განადგურებულია.
„მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, ვალუტა გაუფასურებულია, ხოლო მათი ქვეყანა ბეწვის ხიდზე დგას“, - დასძინა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციები და უმძიმესი ეკონომიკური შედეგები გავრცელდება ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც ირანს რაიმე სახის დახმარებას გაუწევს.
„დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნავთობის კონტრაბანდა, ფინანსური სქემები, ნაღდი ფულის გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, ფიქტიური კომპანიები – ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს იქნება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური შეტევის დასაწყისი და ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვახდინოთ ირანის იზოლაცია და დავამარცხოთ ირანის საფრთხე. ეს შეშლილები კუთხეში არიან მიმწყვდეული და ეს ისტორიული ზომები მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ შესაძლებლობას, ტერორის გავრცელება მთელ მსოფლიოში განაგრძონ. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1787172584
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს, რაც ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში მათი პირველი შეხვედრა იქნება. კერძოდ, კითხვაზე გეგმავს...
1787170522
მსოფლიოLe Figaro: საფრანგეთში ივლისში მეორე სიცხის ტალღის დროს გარდაცვალების 1 243 შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა. ეს მაჩვენებელი ივნისის რეკორდულ სიცხესთან შედარებით ნაკლებია, - ამის შესახებ Le Figaro France-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნ...
1787167898
ახალი ამბებიივანე ჩხაიძე: ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-ი...
1787165732
ახალი ამბებიივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
20:42ეკონომიკა „2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია“, - აცხ...
1787161722
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენ...































