"თუ რუსეთის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, პრობლემა არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.

„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა - პირობები თბილისში კარგად არის ცნობილი - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა გონჩარმა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵"თქვე ქაჯებო, წარსულს გადახედეთ სად იყავით სად?!" - ვის მიმართავს დავით ოქიტაშვილი?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782280210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში

საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომი...

ირაკლი ქადაგიშვილ

1782279034

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს

სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით. დეპუტატი გა...

ლევან მაჭავარიანი

1782277530

საზოგადოება

ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს

ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მ...

ლევან მახაშვილი

1782276916

საზოგადოება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელ...

პარლამენტი

1782275951

საზოგადოება

პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს დღეს მოუსმენენ. პროკურორი საქართველოს პროკურატურის მიერ...

გიორგი გვარაკიძე