დონალდ ტრამპი: ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, სენატი კი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის სენატში ჩატარებული კენჭისყრა, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს.

ტრამპის თქმით, სენატის გადაწყვეტილებამ ირანს გაუგზავნა სიგნალი, რომ შეერთებული შტატები არ ეთანხმება მის მოქმედებებს.

„ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ის მზადაა, დაეცეს, მოგვცეს პრაქტიკულად ყველაფერი და პირველად ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე, დიდი პატივისცემით ეპყრობა, სენატი კი უდროო და უაზრო კენჭისყრას ატარებს სამხედრო უფლებამოსილების კანონის შესახებ და ამით მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და მე უნდა გავჩერდე. ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს. ოთხმა წარუმატებელმა რესპუბლიკელმა დემოკრატებთან ერთად მხარი დაუჭირა ამ კანონს. ოთხმა წარუმატებელმა რესპუბლიკელმა დემოკრატებთან ერთად მისცა ხმა და ირანმა ჩემს ხალხს ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს?“. ამ სენატორებმა საქმე გამირთულეს, მაგრამ ამა თუ იმ გზით, მე ამას გავაკეთებ, რადგან ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვიწყებ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782282242

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

„არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა“, - ამის შესახებ გენერ...

გიორგი გვარაკიძე

1782281512

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია

დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა...

გიორგი გვარაკიძე

1782280210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში

საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომი...

ირაკლი ქადაგიშვილ

1782279034

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს

სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით. დეპუტატი გა...

ლევან მაჭავარიანი

1782277530

საზოგადოება

ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს

ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მ...

ლევან მახაშვილი