ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს
ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს რეზოლუციას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ.
„გასული პერიოდების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორ ხდება შეგნებულად, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ამა, თუ იმ რეზოლუციის, დოკუმენტის, განცხადების გამოყენება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. ჩვენ ვხედავთ ტყუილებით სავსე დოკუმენტს. ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუ ორმხრივად ხდება პრობლემის აღიარება“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას დღეს განიხილავენ.
1782276916
საზოგადოებასაქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელ...
1782275951
საზოგადოებაპარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს დღეს მოუსმენენ. პროკურორი საქართველოს პროკურატურის მიერ...
1782246007
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების პოზიტიური გამოხმაურება ამ გამარჯვებებთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშ...
1782244674
მსოფლიოPOLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა
უნგრეთმა შეაფერხა პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ დიპლომ...
1782242284
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის
პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა. დეპუტატის კითხვები შეეხებოდა ლევან იოსელიანის ანგარიშში გა...



























