უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო? - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, ეკა ხერხეულიძე, საქართველოს მესამე პრეზიდნტის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ეკა ხერხეულიძე მიმართავს მათ, ვინც, მისი თქმით "სააკაშვილს უკრაინაში ისტუმრებს" და ამბობს, რომ ასეთი ადამიანები "საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან".
ხერხეულიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სიცოცხლით იმიტომ კი არ გაურისკავს, რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა, ან ისევ უკრაინაში დაბრუნებულიყო, სადაც მისივე თქმით, ისედაც იყო.
"მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუკი რამ შეიძლება შეფასდეს გაუმჯობესებად, ეს არის პირობები, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირობების გაუმჯობესებაც შედარებითია - გლდანში დაორგანიზებული ფსიქოლოგიური შტურმი ჰოსპიტალში შეწყდა, თორემ პატიმრობის პირობები უცვლელია. არავინ არ იცის რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას და რაც მთავარია, არავინ არ იცის, როგორ უნდა იმართოს ეს სირთულეებით სავსე პროცესი.
აქვე გაჩნდა მოსაზრება, რომ უმჯობესია მიშა საქართველოდან გავიდეს და ეს მიაჩნიათ მიშას გადარჩენის გამოსავლად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეს აზრი შესაძლოა რაციონალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სამართლებრივ ასპექტში სრულად დამაზიანებლად მიმაჩნია, უპირველესად მიშასთვის.
გვავიწყდება, რომ მიშას არც სამკურნალო ჩივილები ჰქონდა და არც იმისთვის გაურისკავს სამშობლოში დაბრუნება საკუთარი სიცოცხლით, რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა. მისი ამოცანა უპერსპექტივობაში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენა იყო და არის.
ამიტომ, ვინც მას თავის წარმოდგენაში უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს ყველა შესაძლო გზას მისი ტყვეობიდან დახსნისთვის, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ ასეთები საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე მიშასთვის.
უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო?
ვინმე ზღუდავდა მის უფლებებს იქ?
არ ვიცი, არ მომისმენია დასაბუთებული არგუმენტები რატომ არის ეს აზრი უპირატესი არსებულ პოზიციებს შორის, მაგრამ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იმუშავებს და სამკურნალოდ საქართველოდან გაყვანა დღის სინათლეს ნახავს, ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს შეზღუდული.
ჩვენ ჩვენ აზრებს გამოვთქვამთ, მაგრამ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა, გადაწყვეტილება მაინც მიშას მისაღებია.
მთავარია ის ფიზიკურად გადარჩეს, რაც ბევრს ეს ფაქტორი დასრულებულად მიაჩნია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია.
მიშას ბრალდებებისგან გათავისუფლება მიმაჩნია მისი ფიზიკურად გადარჩენის გზად და ამ ქვეყნის გადარჩენის გზადაც.
სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობისგან ეს ქვეყანა ძალიან შორსაა. ივანიშვილის რეჟიმს ისედაც დაუსწრებლად აქვს უსამართლო განაჩენი გამოტანილი. ამიტომ, ის მოთხოვნაც, რომელიც ასე აქტუალურია დღეს-"მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება", სამართლის ძიების გზა კი არაა, არამედ, ჩვენთან, ხალხთან კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობაა, მცდელობაა მოიპოვოს ტრიბუნა, ისევ ჩვენი გამოფხიზლებისთვის. ეს კარგად იცის ივანიშვილმა და ამიტომ არ მიჰყავთ ის სასამართლოზე, თორემ სამართლებრივად მართლა სადავო რომ ჰქონდეთ რამე, ჩვენი თხოვნის გარეშე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პროცესები.
#თავისუფლებამიშას"- წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵52 დაღუპული, მათ შორის 9 მაშველი-აფეთქება ქვანახშირის მაღაროში
🔵მილანში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება
🔵დღეიდან კატალონიის ტერიტორიაზე ახალი კოვიდ შეზღუდვები ამოქმედდა
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...






























