სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ გააკეთა.
ლაშა მაღრაძის თქმით, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მან.
1777976594
ახალი ამბებილევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა
ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრ...
1777975998
მსოფლიოტრამპი: ზელენსკი ეშმაკი ადამიანია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთთან გარიგება გააფორმოს, რადგან უკრაინამ ტერიტორიები უკვე...
1777974879
ახალი ამბებიგიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს
გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდე...
1777974509
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომ...
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...





























