ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

„მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 მლრდ 900 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები დააზუსტა. დაზუსტების შედეგად 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, აქტიურ ფაზაშია გადასული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყანაში დამატებით ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ნიშნავს.

„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რათა უზრუნველვყოთ როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური ინვესტიციების კუთხით მაღალი აქტივობა ქვეყანაში. ასევე, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786967631

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

„ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპი...

ნიკოლოზ მეტრეველი

1786965852

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნომერ პირველი მიზანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. „ნომერ პირველი მიზანია და ყოველთვის იქნება, რომ ირანს არ ჰქონდეს რაიმე ფორმით ან გზით...

ტრამპი

1786964744

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის სფეროს მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკ...

არჩილ გორდულაძე:

1786963301

ახალი ამბები

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა – ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზ...

კაცი ემსხვერპლა

1786962881

ახალი ამბები

კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: აშკარად იკვეთება, რომ უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება აქვს მიღებული

„აგენტის ბედი ასეთია - დავალება არის წამოსული და ცდილობენ, საზოგადოებას ნელ-ნელა შეაპარონ აღნიშნული „მესიჯი“, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლ...

კახა კალაძე