კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: აშკარად იკვეთება, რომ უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება აქვს მიღებული

„აგენტის ბედი ასეთია - დავალება არის წამოსული და ცდილობენ, საზოგადოებას ნელ-ნელა შეაპარონ აღნიშნული „მესიჯი“, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მერის თქმით, აღნიშნული განცხადება მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია.

„აშკარად იკვეთება, რომ ამ უსამშობლო აგენტურას, რომელიც გარე ძალებისგან იმართება, ახალი დავალება აქვს მიღებული, ახალ „მესიჯს“ აჟღერებენ. მოვისმინეთ გუშინ ეს ერთობლივი განცხადებები - გვარამიას, სამადაშვილის. ისინი საუბრობენ ტრავმულ მეხსიერებაზე, გამოწვევებზე, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ღიად ვისაუბროთ. მოვისმინეთ მოღალატეობრივი და ანტიქართული განცხადებები. გამოწვევა და პრობლემა, რომელიც ყველა ქართველისთვის არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი - ესაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პრობლემის დაძლევა შეუძლებელია. კიდევ უფრო მტრული და მოღალატეობრივი იყო ნარატივი, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზებისთვის საქართველო კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე დღეს რუსეთი და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოება უფრო კარგად შეაფასებს ამ გზავნილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და არასწორი შედარებები კეთდება.

„საერთოდ, ფაშინიანით აღფრთოვანება ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებით და მაგალითის მოყვანა, კიდევ უფრო მძიმეა. საუბარი ეხებოდა იმას, რომ ფაშინიანმა კონფლიქტი მოაგვარა. გვარამია საუბრობდა, რომ ყარაბაღი ჩააბარა. ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ამ ტიპის შედარებებს აკეთებ. ორი აბსოლუტურად განსხვავებული თემაა და რატომ უნდა შემოიტანო ფაშინიანის შემთხვევა, ფაშინიანით აღფრთოვანება იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აგენტის ბედი ასეთია - დავალება არის წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, საზოგადოებას შეაპარონ აღნიშნული გზავნილი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტეროტორიები. ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები და მცდელობა იმისა, რომ ისტორია დაამახინჯონ. მცდელობა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ არასწორად წარმოუჩინონ რეალობა, გამოწვევები. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობიანი გზით მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, არცერთი ქართველი, რომელსაც საკუთარი სამშობლო უყვარს, უარს არ იტყვის მთავარ ღირებულებაზე - ქვეყნის გაერთიანებაზე.

„ერთი რამ მინდა გითხრათ და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს, როგორც გარეთ არსებულმა ძალებმა, ისე ქვეყნის შიგნით აგენტურამ და უსამშობლო ადამიანებმა: ის ტკივილი, ის ტრაგედიები, რაც 90-იან წლებში მივიღეთ, არის ის, რაც აერთიანებს ქართველ ერს. დღეს ნებისმიერი ქართველი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ მისი მთავარი ღირებულება, ყველა გეტყვით, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, იმ გამოწვევის, პრობლემის დაძლევა, რაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან არის დაკავშირებული. ვერც ერთი გარე ძალა, ვერც შიდა აგენტურა, ეს უსამშობლო ადამიანები, ვერ ეღირსებიან, რომ ქართველმა კაცმა უარი თქვას თავის მთავარ ღირებულებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ ცოტა ხნის წინ ამავე თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებაც გარე ძალების გზავნილების ნაწილია.

„ნუ გგონიათ, რომ აღნიშნული განცხადებაც შემთხვევითი იყო. ეს ამ მთლიანი კონტექსტის ნაწილია, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. როგორ ფიქრობთ, სამადაშვილი ან გვარამია თავისით გამოვიდნენ და თავისით გააკეთეს ეს მტრული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები? ასეთი სულელებიც არ არიან. რა თქმა უნდა, ბარამიძის განცხადება, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, იმ გზავნილების ნაწილია, რაც გარე ძალებს აქვთ. მათთვის ეს ქვეყანა არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. არავინ ფიქრობს ქართველზე, აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მათ ჩვენი ქვეყანა ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით გაატარონ სხვადასხვა ინტერესი და გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786958340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დ...

არჩილ გორდულაძე

1786955224

ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026“) მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელ...

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

1786955104

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

„მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თა...

თენგიზ შარმანაშვილი

1786954320

ახალი ამბები

ბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1786952676

ახალი ამბები

ტროპიკული ქარიშხალი ჰავაიზე - 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მინიმუმ 100 ს...

ტროპიკული ქარიშხალი