სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები, კერძოდ: Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ, შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ წარმოებულ სვანური მარილის ნიმუშში აღმოჩნდა (დამზადების თარიღი: 02.02.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 02.02.2027 წელი). გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.
„სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს.რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.
სურსათში საღებავების ( Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება აკრძალულია.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზოსაღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს.
1786964744
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია
„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის სფეროს მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკ...
1786963301
ახალი ამბებიგურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა
გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა – ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზ...
1786962881
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: აშკარად იკვეთება, რომ უსამშობლო აგენტურას ახალი დავალება აქვს მიღებული
„აგენტის ბედი ასეთია - დავალება არის წამოსული და ცდილობენ, საზოგადოებას ნელ-ნელა შეაპარონ აღნიშნული „მესიჯი“, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლ...
1786962767
ახალი ამბებილევან მახაშვილი: როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები
„ეს არის ისტორიის შეგნებული გაყალბება, როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურ...
1786960672
ახალი ამბებიკახა კალაძე გიორგი უშიკიშვილის განცხადებაზე: ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ვითომ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, სინამდვილეში არის ორმაგი სტანდარტი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟუ...































