ვალერი გელაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტი ადამკუსი შეხვდა სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო - ამის გამო, აღარ მეხებოდა სააკაშვილი, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ, მისი უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც გელაშვილი იხსენებს, ლიეტუვის მაშინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ვალერი გელაშვილს იგი კვლავ შეეხებოდა, ადამკუსი იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა.
მისივე განცხადებით, ამ გაფრთხილების გამო, სააკაშვილი აღარ ეხებოდა და დაცვაც დაუნიშნა, თუმცა, შემდეგ ფიქრობდა, თუ როგორ გაეგდო პარლამენტიდან.
„ვიცი, რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, ხელს მოჰკიდებ ვალერი გელაშვილს და ვეღარ გაპატიებო. გააფრთხილა, რომ თუ შეეხები გელაშვილს, ჩემი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და ამიტომ, იძულებული ვიქნები რეაგირება მოვახდინოო. ამის გამო, მგონი, აღარ მეხებოდა სააკაშვილი. დამინიშნა დაცვა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა, პარლამენტიდან როგორ გავეგდე.
2006 წელს საპროცედურო კომიტეტზე ინიციირება გააკეთეს, ვითომ, საბუთებს ჩემი ბიჭი აწერდა ხელს, ისიც ვალერი გელაშვილია. მოიტანეს საბუთი, აგერ, ვალერი გელაშვილი ბიზნესსაქმიანობას ხელს აწერსო, მე ვუთხარი, ჩახედეთ, 1985 წელშია ის დაბადებული-თქო, მაგრამ არავინ მომისმინა, [ხათუნა] გოგორიშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, გაიტანეს სხდომაზე, ცალმხრივად კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან, შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით.“ - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიების მასალების თანახმად, 2005 წელს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩამორთმეული ქონების გამო და ბრალს სდებდა და აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მითითებით, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.
ასევე, 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
1746452542
საზოგადოებაგივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობებსა და დარგობრივ კომიტეტებს შო...
1746452424
ახალი ამბებიდავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა
„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას. მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგ...
1746451167
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია
„საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს“, - ამის შე...
1746450803
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7483 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1746449937
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესიკ დანელია: ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის ორი სართულის სიმაღლე, ზემოდან გადმომაგდეს, დაცემის შემდეგ დამესივნენ, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...