ვარლამ ლიპარტელიანი: გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან - კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი.
ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან, რადგან ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა პროცესებში მათი ჩართულობის გარეშე.
„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო.
1774683634
მსოფლიოაბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანიდან რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შემდეგ, სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა და 5 ადამიანი დაშავდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქა...
1774681691
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დაა...
1774680651
ახალი ამბებიდუშეთში მკვლელობა მოხდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვ...
1774678885
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა - „უნდა გახსნან ტრამპის სრუტე“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამი-ბიჩში, FII Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის...
1774677615
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში
28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაე...































