დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას
რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების მართვადობის გაზრდას ემსახურება.
„უცხო არ არის რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება. ეს მათ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და ახლა გააქტიურდნენ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი - საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას და რწმენას, გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი.
სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმიანობაში, რათა მოხდეს ახალი პატრიარქის შერჩევა, მაგრამ თავად აქტიურად ერთვებიან და არ ერიდებიან არავის დისკრედიტაციას. განსაკუთრებული სამიზნე მათთვის არის მოსაყდრე შიო.
ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს - ეს არის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ, თუმცა საზოგადოება, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ერთიანია და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ თავად შეარჩიოს ახალი პატრიარქი. ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარები არის ანგარიშგასაწევი, რადგან არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1774684708
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე
„როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი სა...
1774683634
მსოფლიოაბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანიდან რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შემდეგ, სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა და 5 ადამიანი დაშავდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქა...
1774681691
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დაა...
1774680651
ახალი ამბებიდუშეთში მკვლელობა მოხდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვ...
1774678885
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა - „უნდა გახსნან ტრამპის სრუტე“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამი-ბიჩში, FII Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის...































