ვატო შაქარიშვილი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ბრიუსელის კორუმპირებულ ბიუროკრატიას, რუმინელმა ხალხმა მწარე სილა გააწნა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უდიდესი მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ბრიუსელის კორუმპირებულ და სრულად დეგრადირებულ ბიუროკრატიას, რუმინელმა ხალხმა მწარე სილა გააწნა!”.
შაქარიშვილის თქმით, კორუმპირებულ, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებულ ევრობიუროკრატიას, წინ კიდევ ბევრი მარცხი ელოდება!
„ბრიუსელის კორუმპირებულ და სრულად დეგრადირებულ ბიუროკრატიას, რუმინელმა ხალხმა მწარე სილა გააწნა!ჯერ, გაცვეთილი მეთოდებით სცადეს ევროსკეპტიკოსის და NATO-ს კრიტიკოსის კალინ ჯორჯესკუს დამარცხება, მას სრულად შეუზღუდეს მედიაზე წვდომა და ნაცნობი იარლიყებით შეამკეს - პრორუსული, ანტიდასავლელი და ა.შ. მიუხედავად ევრობიუროკრატიის მხრიდან უხეში ჩარევისა და ზეწოლისა, ჯორჯესკუმ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მარცხით განრისხებულმა ბრიუსელის ელიტებმა კი, მოქმედებაში მოიყვანეს მათ კონტროლქვეშ მყოფი საკონსტიტუციო სასამართლო და არჩევნების შედეგები გააუქმებინეს. ამით არ დაკმაყოფილდნენ და გამარჯვებული კანდიდატის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, რის საფუძველზეც ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
მაგრამ საქართველოს მსგავსად, ევრობიუროკრატიის ეს ქმედებები კონტრპროდუქტიული გამოდგა და ჯორჯსეკუს ნაცვლად, მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ჯორჯ სიმიონმა, 4 მაისს გამართულ არჩევნებში პირველი ადგილი მოიპოვა და გაუქმებულ არჩევნებში, ჯორჯესკუს მიერ დაფიქსირებული შედეგი(22.9%) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა(40.2%).
საქართველომ და ქართველმა, ხალხმა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უდიდესი მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს და ამ ტალღას ვეღარ შეაჩერებენ! კორუმპირებულ, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებულ ევრობიუროკრატიას, წინ კიდევ ბევრი მარცხი ელოდება!”- წერს ვატო შაქარიშვილი.
1746452424
ახალი ამბებიდავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი, ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა
„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას. მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში. „კასტინგ...
1746451167
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია
„საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს“, - ამის შე...
1746450803
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7483 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1746449937
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესიკ დანელია: ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის ორი სართულის სიმაღლე, ზემოდან გადმომაგდეს, დაცემის შემდეგ დამესივნენ, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...
1746448885
ახალი ამბებითბილისში, სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს
თბილისში, სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, კაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა. კაცს ჭრილობები ყელის არეში, ცივი იარაღით მიაყენეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე...