ვიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა.
ხვედელიანმა მიმართა საქართველოს გენერალურ აუდიტს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ხვედელიანმა გიორგი გაბიტაშვილს გაახსენა, რომ ის დასანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ.
ჯაფარიძემ ხვედელიანს უთხრა, რომ თავადაც დასანქცირებულია, გარკვეულ ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად. „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიმღებნი უსამართლოები არიან:
„გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე - არ არის ეს თქვენთვის მოგებიანი“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი უსამართლოდ დასანქცირების მიზეზი იყო დეპუტატის უფლებამოსილების შესრულება - კანონისთვის მხარის დაჭერა.
„გავაგრძელებ სანქცირების თემას, რომელიც ტატა ხვედელიანმა ახსენა. გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე - არ არის ეს თქვენთვის მოგებიანი.
ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას. ნუ საუბრობთ დასანქცირების თემაზე აქ, გთხოვთ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
1782389967
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ
„ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი დამსახ...
1782388707
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782388501
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1782387240
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1782385915
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკ...































