ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება, სანამ PACE ქართული დელეგაციის მანდატებს უპირობოდ არ ცნობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია, რომელზედაც დღეს ევროსაბჭოში განიხილავენ იმავე ჩანაწერებს იმეორებს, რაც საქართველოს მიმართ თვეების წინ გაჟღერდა.

„რეზოლუციის პირველადი ვერსია, პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რაც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს ამ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის არანაირი სურვილი საერთოდ არ აქვთ. ყველანაირი აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო დაბრუნდეს PACE-ში, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის იანვრიდან უკვე 1,5 წელი გავიდა და თვითონ ისევ ადასტურებენ წინა რეზოლუციის ჩანაწერს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ“, - აცხადებს სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782299264

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

„ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპა...

ნიკოლოზ სამხარაძ

1782297929

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით

საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და...

დავით მათიკაშვილი

1782296376

საზოგადოება

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ან...

პარლამენტის კომიტეტე

1782295070

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე: „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ორგანიზებული დანაშაულზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშა...

გიორგი გვარაკიძე

1782294945

ახალი ამბები

გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი

„თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძ...

გიორგი გვარაკიძე