ლევან მახაშვილი: სწორედ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს

„ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მახაშვილი აღნიშნავს, დოკუმენტი ტყუილებითა და ბრალდებებით იქნება გაჯერებული.

„ეს იქნება ბრალდებები, ტყუილები საქართველოსთან დაკავშირებით. თან ისეთ დროს, როდესაც საქართველო არ მონაწილეობას ამ პროცესში. ვსაუბრობ ქვეყანაზე, რომელიც არ არის წარმოდგენილი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დებატებში.

ორგანიზაცია, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიას, დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, თავად ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა იყო ის ერთ-ერთი ფლაგმანი, რომელმაც სრულად უგულებელყო საქართველოში დემოკრატიული წესით გამოხატული ქართველი ხალხის ნება.

ჩვენთვის წერტილი აქვს დასმული ამ საკითხს, ნებისმიერ თემატიკასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782302005

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. მინისტრმ...

დავით სონღულაშვილი

1782300852

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯორჯ სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს. მილიარდერმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყო...

ილონ მასკი

1782300299

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, ერთი და იგივე ძალა, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ

ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატებს, რომელიც დღეს გაიმართება, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აფასებს. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...

ლევან მახაშვილი

1782299857

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება, სანამ PACE ქართული დელეგაციის მანდატებს უპირობოდ არ ცნობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1782299264

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები

„ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპა...

ნიკოლოზ სამხარაძ