ვის არ შეეხება ამნისტია ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე - შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდეს მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.
მნიშვნელოვანია მართვის უფლების აღდგენის პროცედურები:
⏺ 780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდათ მართვის, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა
⏺ მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, ავტომატურად არ აღუდგება მართვის უფლება. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ
⏺ აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში
⏺ იმ 20 000-მდე პირის მიმართ, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა
ამასთან, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, მართვის უფლების აღდგენის მიზნით, უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი პირმა უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
ნარკომომხმარებლებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს.
ასევე, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. აღნიშნული მიუთითებს, რომ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები გავრცელდება.
1766040186
ახალი ამბები„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...
1766038942
ახალი ამბებისერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...
1766038563
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა
„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის,...
1766005045
საზოგადოებათეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რო...
1766003875
საზოგადოებაწულუკიანი: სააკაშვილს და ლომაიას გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ - კომისიის ანგარიშის ინგლისურენოვან ვერსიას, რუსთავში გავაგზავნით, სადაც ამ დასკვნის „ფიგურანტი“ არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს
„ბევრი რამ არის ამ დასკვნაში იმ უსამართლობების შესახებ ნათქვამი, რომელიც „იმედის“ დარბევას და მედიის თავისუფლებას ეხება. მთელი თავია ამ დასკვნაში იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს...





























