თეა წულუკიანი: „ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა
„ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სუსმა ჩაატარა გამოძიება და ეს მორიგი აფერა, სახელად „კამიტი“ ჩაიფუშა.
„ახლა ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები, რომ რატომ ვთქვით „კამიტი“, გვეთქვა ზოგადად ქიმიური ნივთიერება და შემდეგ ემართლებინათ თავი, მაგრამ მაშინ წინასწარ უნდა დაფიქრდნენ და შემდეგ ისაუბრონ.
ეს იყო მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გაახმოვანა „ბიბისიმ“, რომელსაც ტრამპიც კი უჩივის. ეს ხომ არ არის ქართული ახირება, რომ ჩვენ „ბიბისი“ არ მოგვწონს. ტრამპი უჩივის და სერიოზული პრეტენზიები აქვს, დასაბუთებული ისევე როგორც ჩვენ, „ბიბისის“ მიმართ.
ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1766000364
ახალი ამბებითბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...
1766000062
საზოგადოებათეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე
„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...
1765999429
საზოგადოებათეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს
„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...
1765998714
საზოგადოებაანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...
1765996119
მსოფლიოჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის
დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...



























