თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში. რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე

„რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა 2025 წლის შეჯამებისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ „ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში“.

„წლევანდელი წელი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი წელი იყო. პარლამენტის გადასახედიდან არის ჩემი უფლება და ვალდებულება, რომ ეს შევაფასო და ალბათ ესეც არის თქვენთვის საინტერესო. არაერთი უმნიშვნელოვანესი კანონია მიღებული, მათ შორის დღესაც. იქნება ეს ბავშვთა უფლებები, საკუთრების უფლება და სხვა. ჩვენ რთულ გარემოში მაინც ვცდილობთ, რომ ვიაროთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ ადგილას არ ვიყოთ გაჩერებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად იმ ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა, იდგა ქუჩაში, აბსოლუტურად ყველაფერი გამოცადა ქვეყნის წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ, ყველაფერი იკადრეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ და საბედნიეროდ, არცერთმა ამ გამოყენებულმა მეთოდმა თუ იარაღმა არ გაჭრა საიმისოდ, რომ ქვეყანაში არეულიყო ვითარება. ბოლოს ერთ-ერთი პარტია, გარეთ მდგარი დესტრუქციული ოპოზიციის ერთი ნაწილი, ბატონ გიორგი გახარიას პარტიას ვგულისხმობ, სიის მეორე თუ მესამე ნაწილის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში. მიზეზს კი არ ამბობენ სინამდვილეში რატომ შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ დასჭირდათ ეს იმისთვის, რათა საკუთარი პარტია შეენარჩუნებინათ და საერთოდ უთეთროდ არ დარჩენილიყვნენ. სხვა მიზეზი არ იყო მათი პარლამენტში შემოსვლის. არ დაგიმალავთ, იმედიანად ვიყავი, რომ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, რადიკალური ფრთიდან შემოსული ოპოზიციაც გაჩნდებოდა ისეთი, რომელიც რაღაც გარკვეული ხარისხის სიძლიერეს აჩვენებდა, თუმცა დღევანდელმა მათმა გამოსვლებმაც აჩვენა ჩემთვის, რომ ეს არის ჯერჯერობით სუსტი ჯგუფი, ძალიან სუსტი ჯგუფი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „დესტრუქციული ოპოზიცია მთლიანად ჩაიფუშა, ჩაფლავდა და აღარ არსებობს, რაც არსებობს აგერ არის და რას ყვირის თვითონ არ იცის“.

„მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში. მადლობა ღმერთს ამისთვის და იმ ადამიანებს, ვინც „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მაგრად დგანან იმისთვის, რათა ეს რეალობა ასე ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდეს.

ასევე ჩვენ რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. დგას შესაძლოა არცთუ ისე პოპულარულ, მარტივ და ლამაზ ვითარებაში იმიტომ, რომ როდესაც გცემენ, გირტყამენ გარედან, არ არის ეს მარტივი, კარგი სანახავი, მაგრამ სწორ გზაზე მიუხედავად ყველაფრისა. აი, ეს მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანდობლივი მახასიათებელია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766000364

ახალი ამბები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...

ააა

1766000062

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...

თეა წულუკიანი

1765999429

საზოგადოება

თეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს

„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...

თეა წულუკიან

1765998714

საზოგადოება

ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...

ანა წითლიძე

1765996119

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...

ჯორჯია მელონი